მცხეთა
Просмотров: 1 267
26 აპრ 2018
150 GEL
ინფორმაცია
მცხეთა მოინახულე საქართველოს უძველესი დედაქალაქი და მისი შემოგარენი ერთდღიანი ტურით. მცხეთის ერთდღიანი ტური საშუალებას გაძლევთ გახვიდეთ თბილისიდან და ესტუმროთ საქართველოს უძველეს ქალაქს სულ რამდენიმე საათით . ტურის განმავლობაში თქვენ ისიამოვნებთ მთების პანორამული ხედებით , ჯვრის მონასტრის გარშემო , დააკვირდებით მდინარე არაგვისა და მტკვირს შესართავს , ეწვევით ადრეული საუკუნეების ძეგლებს როგორიცაა სვეტიცხოვლის ტაძარი და სამთავროს მონასტერი . ტურის ბოლოს თქვენ გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ ქართული ღვინის სახეობები. ექსკურსიას გაუძღვება ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდი. ჩვენ მოვინახულებთ :- მცხეთა - ერთერთი ყველაზე ძველი ქალაქი თბილისთან ახლოს. მცხეთა იყო ადრეული ქართული სამეფოს- იბერიის დედაქალაქი ძვ.წ. მე -III საუკუნიდან მე -V საუკუნემდე. 317 წელს ამ ადგილას ქართველებმა მიიღეს ქრისტიანობა და მცხეთა რჩება ქართული მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესიის ცენტრად.
- ჯვრის მონასტერი - მე VI საუკუნის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი, მცხეთის მახლობლად (მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი). სახელი ითარგმნება როგორც The Monastery of Cross. ეს დიდებული ეკლესია წარმოადგენს არქიტექტურული ტიპოლოგიის პიკს. ადრეული შუასაუკუნეების პერიოდის ნამდვილი არქიტექტურული შედევრია, მთის წვერიდან გადმოყურებს არაგვისა და მტკვრის შესართავს.
- სხვეტიცხოვლის ტაძარი - აშენდა მე Xl საუკუნეში, თუმცა თვითონ ძეგლი უფრო ძველია და თარიღდება მე IV საუკუნით, იგი განსხვავდება მისი მხატვრული ღირებულებით, ბრწყინვალებით და განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს ისტორიაში. იყო მთავარი ადგილი მომლოცველებისთვის აბრეშუმის გზაზე, ამ ტაძარშია დამარხული ქრსიტეს პერანგი და ეს ტაძარია ქართელი მეფეების საფლავების ადგილი , სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოში მეორე უდიდესი ეკლესიაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია მცხეთის სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად .
დეტალური ინფორმაცია :- ტური ხორცილედება ინდივიდუალურად
- გასვლის დრო -15 : 00
- შეხვედრის ადგილი : ana travel - ის ოფისი
- ხანგრძლივობა : 4 საათ
скачать dle 11.3
|