გორი, უფლისციხე
Просмотров: 1 494
21 აპრ 2018
250 GEL
ხანგძლივობა
დაახლოებით 6 საათი
ინფორმაცია
გორი, უფლისციხე მოინახულე უფლისციხე , კლეში ნაკვეთი ქალაქი და ძველი ქალაქი გორი ერთ დღიანი ტურით . გორი-უფლისციხის ტურის განმავლობაში შესაძლებლობა გეძლევათ ეწვიოთ საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდების ღირსშესანიშნავ ძეგლებს, როგორიცაა უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, იოსეფ სტალინის სახლ მუზეუმი. ექსკურსიას გაუძღვება ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდი. ჩვენ მოვინახულებთ:- უფლისციხე- ითარგმნება როგორც Fortress of the Lord, ეს არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი რომელიც მდებარეობს კდლოვანი მასივის კლდეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე . I-II ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე უფლისციხე იყო ელინისტური და გვიანი ანტიკური პერიოდის მნიშვნელოვანი რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ვიზიტორებს კვლავ შეუძლიათ იარონ უძველესი ქუჩებით, კლდეებით, სამეფო დარბაზებით, სააფთიაქოებით, წარმართული ტაძრებით და ქრისტიანული ეკლესიებით, ხოლო მსხვილი თიხის ჭურჭლის ნაშთები გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
- იოსეფ სტალინის სახლ მუზეუმი ქალაქ გორში – სტალინი წარმოშობით ქართველი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და თანამედროვე დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიქტატორი იყო. მუზეუმში წარმოდგენილია სტალინის სახლი - ქოხი, სადაც ის დაიბადა; მისი ჯავშანტექნიკა რომელიც მოთავსებულია სარკინიგზო ვაგონში, ასევე ქანდაკება რომელიც 2010 წლამდე გორის მთავარ მოედანზე იდგა. ამასთან ერთად საოფისე ავეჯი, მისი პირადი ნივთები და წლების განმავლობაში მისთვის მომზადებული საჩუქრები. ასევე ბევრი ილუსტრაცია დოკუმენტაციის, ფოტოსურათების, ფერწერისა და საგაზეთო სტატიების სახით.
დეტალური ინფორმაცია :- ტური ხორციელდება: ინდივიდუალურად
- გასვლის დრო - 09 : 30
- შეხვედრის ადგილი : ana travel - ის ოფისი
- ხანგრძლივობა : დაახლოებით 6 საათი
- ტურის ფასი არ მოიცავს მუზეუმში და უფლისციხეში შესასვლელი ბილეთების ფასს.
ღირებულებაში არ შედის: - ლანჩი - მუზეუმში შესასვლელი ბილეთები. скачать dle 11.3
|